ბანაკის პროგრამა გათვლილია ერთ ასაკობრივ ჯგუფზე (8-14 წლის ბავშვებზე) და მოიცავს შემეცნებით-შემოქმედებით, ინტელექტუალურ-გასართობ და სათავგადასავლო მიმართულებებს.

შრომითი ბანაკის პროგრამას განახორციელებენ კვალიფიკაციური სპეციალისტები (ლიდერები და ტრენერები), რომლებსაც გააჩნიათ სათანადო გამოცდილება.

ბანაკში ბავშვები დაიყოფებიან  გუნდებად  თითოეულ  გუნდში იქნება   14-15 ნორჩი ოსტატი, რომელთაც  უხელმძღვანელებს ორი ლიდერი (გოგონა და ვაჟი) და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის კოორდინატორი. გუნდები  დაკომპლექტდება მონაწილეთა ასაკისა და სქესის გათვალისწინებით.

დღის განმავლობაში ნორჩი ოსტატები  ჩაებმებიან სხვადასხვა ტიპის შრომით და შემოქმედებით საქმიანობაში.

შრომითი ბანაკის დღის წესრიგი:

08:00 – 08:30 – ადგომა
08:30 – 09:00 – კოდალას ფიტნესი
09:00 – 09:30 – საუზმე
09:30 – 10:00 – პირადი დრო / ოთახების მოწესრიგება
10:00 – 11:30 – ნორჩი ოსტატების დრო
11:30 – 14.00 – აქტივობები ღია ცის ქვეშ
14:00 – 15:00 – სადილი
15:00 – 16:00 – მშვიდი საათი
16:00 – 19:00 – ოსტატის საათი / შრომით გაკვეთილები
19:00 – 20:00 – ვახშამი
20:00 – 21:00 – ეკო/არტ-საღამოს ღონისძიებისთვის მზადება
21:00 – 22:30 – ეკო/არტ-საღამოს ღონისძიება
22:30 – 23:00 – ძილისთვის მზადება
23:00 – 08:00 – ძილი

ნორჩი ოსტატების დრო“ 

პერიოდი, რომლის დროსაც ტარდება სპეციალურად გუნდისთვის შედგენილი პროგრამა და აქტივობები. ბანაკის საწყის ეტაპზე „ნორჩი “ნორჩი ოსტატების დრო ”უფრო მეტად დაეთმობა  წევრთა გაცნობას, დამეგობრებასა და გუნდად შეკვრას, ხოლო შემდგომ პერიოდში – გუნდის მიერ „გამოსაშვები საღამოს“ მომზადებას.

 

აქტივობები ღია ცის ქვეშ“ 

სხვადასხვა დანიშნულების მოძრავი აქტივობები, რომელიც ტარდება კარგ ამინდში და ბუნების წიაღში:

  • სახალისო თამაშები ნორჩ ოსტატებს და გუნდებს შორის;
  • ტრადიციული ქართული თამაშობანა ( წრეში ბურთი, ლახტი, “დაიჭირე კოდალა”);
  • ლაშქრობა ბაკურიანის ტყე-პარკში და ჩიტის სახლების განთავსება;
  • ექსკურსია დიდველზე. (ფრანების შეჯიბრი, კოდალას თავსატეხების ამოხსნა)

“მშვიდი საათი”

მოძრავი აქტივობებისაგან დასვენების პერიოდი, როდესაც ბანაკის მონაწილეებს შეუძლიათ დრო დაუთმონ საკუთარ თავს, სურვილისამებრ  – დაიძინონ, მეგობრებთან ერთად ისაუბრონ, წაიკითხონ ან სამაგიდო თამაშები ითამაშონ.

 

“ოსტატის დრო / შრომით გაკვეთილები

ხეზე მუშაობის შრომით გაკვეთილები, რომელსაც წარუძღვებიან სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე ტრენერები. მასში მონაწილეობა სავალდებულოა. შრომით ბანაკის პერიოდში, ნორჩი ოსტატები შეისწავლიან ხის დამუშავებას და მისგან სხვადასხვა საჭირო ნივთების დამზადებას.  ასევე მიიღბენ ცოდნას ხის სახეობების და მათი მხატრული დამუშავების შესახებ, შეისწავლიან ფერთა პალიტრას და ფერების დაყენების ტექნიკას.

ბანაკის პერიოდში თითოეული ნორჩი ოსტატი საკუთარი ხელით დაამზადებს 3 ხის ნაკეთობას ასაკბრივი კატეგორიების მიხედვით, მათ, შორის?

  • ხის ჩიტის სახლს;
  • მექანიკურ კოდალას სათამაშოს;
  • ხის საათს;

საჩვენებელი ნამუშევარი – კოდალა იზრუნებს ბავშვებში შემოქმდებით ნიჭის აღმოჩენაზე და მის განვითარებაზე. რომელსაც შემდგომში წარმოადგენს საჩვენებელ მიღებაზე, რომელიც გაიმართება ბანაკის დასრულების შემდეგ შემოდგომაზე კოდალს საგამოფენო სივრცეში.

რა არის საჩვენებელი ნამუშევარი? ბანაკის ყველა მონაწილე გაივლის შესაბამისი მომადების კურს, რომლის ფარგლებში დაეუფლებიან ხაზვის და ხატვის საფუძლვებს, რის შემდეგაც შექმნიან  საკუთარი შთაგონებით სათამაშობის თემატურ  ესკიზებს, გადაიტანენ ხეზე, მიიღებენ მონწილეობის თარგების გამოჭრაში და შემდგომ მის დამუშავებასა და საბოლოო ფორმის მიცემაში და საკუთარი ხელებით გააცოცხებენ თავიანთ წარმოსახვით სათამაშოებს.

ეკო-საღამო“ 

ნივთების ხელმეორედ გამოყენების კრეატიული მარათონი. (ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა)

“არტ-საღამო“ 

ღონისძიება, რომელსაც არ ესაჭიროება გუნდების მიერ წინასწარი მომზადება:

  • ინტელექტუალური თამაში: „რა? სად? როდის“;
  • კინოჩვენებები და შემდგომი დისკუსიები;
  • დისკოთეკა და სხვა.

ძილისთვის მზადება

გუნდებში დღის შეჯამება,  საკუთარ თავზე დაკვირვება და თვითშეფასება.