ადგილმდებარეობა

 

კოდალას ბანაკი გაიმართება ბაკურიანში დიდველთან ახლოს, სასტუმრო ახალი თეთრი სახლის ტერიტორიაზე. სასტუმრო მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და მყუდრო გარემოში.

 

ინფრასტრუქტურა

სასტუმრო გათვლილია 70 დამსვენებელზე:

  • Wi – Fi
  • დაცვა (24 სთ.)
  • რეკრეაციული ზონა
  • ცხელი წყალი
  • სამზარეულო და სასადილო
  • შემოსაზღვრული ტერიტორია
  • სათამაშო მოედნები
  • ღია და დახურული სამუშაო სივრცეები

 

საძილე ოთახები

სასტუმროს საცხოვრებელი  სივრცე შედგება 3-სართულიანი კაპიტალური შენობებისაგან. რომლებშიც, დერეფნული სისტემით განლაგებულია 2-4 საწოლიანი კომფორტული ოთახები. ყოველ ოთახს აქვს საკუთარი სველი წერტილი (საშხაპეები, ხელსაბანები და ტუალეტები) და აივანი.

კვება

ბანაკში არის შვედური მაგიდის სამჯერადი კვება.  ყველა კერძი მზადდება ეკოლოგიურად სუფთა, მათ შორის – ადგილობრივი პროდუქტებისაგან. სამზარეულო და სასადილო აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

ეზოსპორტული და სათამაშო სივრცეები
ღია და დახურული სამუშაო სივრცეები

 

ჯანდაცვა

ბანაკს მომარაგებული აქვს ყველა საჭირო მედიკამენტი და ჰყავს კვალიფიციური ექიმი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობას გაუწევს მონაწილეთა ჯანმრთელობას და საჭიროებისამებრ აღმოუჩენს მათ პირველად დახმარებას.სასტუმრო 1 კმ-ით არის დაშორებული ბაკურიანის საავადმყოფოდან.