Home » სასკოლო კონკურსი

სასკოლო კონკურსი

მარათონი თბილისის საჯარო სკოლებს შორის

 

წლის სოციალური პასუხიმგებლობის მქონე

სკოლა 2020

კონკურსის წესები.

სოციალური საწარმო კოდალა,  სოციალურ საწარმოთა და მეწარმეთა ასოციაციასთან ერთად  ატარებს კონკურსს წლის სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სკოლის გამოსავლენად ქ. თბილისის მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლებს შორის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საჯარო სკოლებს  თბილისის მაშტაბით 2020 წლიწ 1 თებერვლიდან – 1 ივნისამდე. კონკურსში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. გამარჯვებულს გადაეცემა „კოდალა“-ს პროდუქციის 1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:

  • სკოლამ მიიღოს და განათავსოს კონკურსის შესახებ დამზადებული სპეციალური საინფორმაციო აფიშა;
  • კონკურსის ფინალში გადადის ყველა ის სკოლა, რომელსაც მიღებული ექნება მინიმუმ 20 ეკო-მონეტა; ( ეკო-მონეტები გაიცემა კოდალას შრომით გაკვეთილებზე მონაწილეობის შესაბამისად)
  • გამარჯვებული გამოვლინდება ფინალისტებიდან, რომელსაც ექნება ყველაზე მეტი ეკო- მონეტა.
  • იმ შემთხვევაში თუ ფინალში გასულ სკოლებს ექნებათ თანაბარი რაოდენობის ეკო- მონეტები, გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კონკურსში მონაწილე სკოლის მოსწავლეთა ჯამური რაოდენობით.
  • თუ ეკო-მონეტებისა და მოსწავლეთა ჯამური რაოდეობის თანხვედრა მოხდება ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ტური სოც. მეწარემთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის სახით სკოლის ტერიტორიაზე და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შემოსული თანხის ოდენობის მიხედვით.